რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალექსეი ნავალნის ძმამ, ოლეგ ნავალნიმ დატოვა ორლოვის ოლქში მდებარე კოლონია, სადაც 3,5 წლიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა. ოლეგ ნავალნის კოლონიასთან დახვდნენ ცოლი, ვიქოტრია, ძმა ალექსეი ნავალნი და მის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თანამშრომლები. 2014 წელს, მოსკოვის სასამართლომ ძმები ნავალნები დამნაშავედ ცნო კომპანია „ივ როშესთან“ კონტრაქტების თაღლითურად გაფორმებასა და თანხების მითვისებაში და ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, ოლეგ ნავალნი კი კოლონიაში გაუშვა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ მიერ ოლეგ ნავალნი პოლიტპატიმრადაა აღიარებული.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ძმა, ოლეგ ნავალნი თავისუფალია
ყველაზე პოპულარული
1