Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლომ კანონიერად სცნო ფილმ „სტალინის სიკვდილის“ აკრძალვა


კადრი ფილმიდან "სტალინის სიკვდილი"
კადრი ფილმიდან "სტალინის სიკვდილი"

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კინოთეატრ „პიონერის“ სარჩელი, რომლითაც ითხოვდა ფილმ „სტალინის“ სიკვდილის ჩვენებისათვის მინიჭებული მოწმობის ჩამორთმევის გაუქმებას. სარჩელში მითითებული იყო, რომ მოწმობის გაუქმება დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. სადაოდქცეული ფილმის ჩვენებისათვის კინოთეატრი „პიონერი“ 100 ათასი მანეთით დაჯარიმდა და მიადგა ზარალი, შემდეგი სეანსების გაუქმებისა და გაყიდული ბილეთების თანხის უკან დაბრუნებისათვის. „სტალინის სიკვდილი“, რეჟისორ არმანდო ინუჩის კომედია, საბჭოთა ბელადის, სტალინის სიკვდილის ბოლო დღეებსა და მისი სიკვდილის შემდეგ დაწყებულ ძალუფლებისთვის ბრძოლას ეხება. ფილმის წინააღმდეგ გაილაშქრეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, ხოლო კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ, მასში ექსტრემიზმის ნიშნები დაინახა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG