Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში ცოცხალი იპოვეს დატბორილ გამოქვაბულში დაკარგული 12-ვე ბიჭი და მათი მწვრთნელი


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტაილანდში ცოცხალი იპოვეს 13-ვე ადამიანი, მათ შორის საფეხბურთო გუნდის წევრი ბიჭები. ისინი ერთი კვირის წინ დიკარგნენ წყალდიდობის შედეგად დატბორილ გამოქვაბულში. „ასოშიეიტიდ პრესმა“ ორშაბათ საღამოს ტაილანდის პროვინცია ჩიან რაის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მიმდინარეობს მათი უსაფრთხო ადგილას გამოყვანის ოპერაცია. 11-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭები და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ ტამ ლუან ნან ნონის გამოქვაბულში. „როიტერსის“ ინფორმაციით, ბიჭების ადგილსამყოფელს მიაგნეს ტაილანდის სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაციის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG