Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქების შედეგად გაითიშა აზერბაიჯანის ენერგოსისტემა


ბაქოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით აღუდგა
ბაქოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით აღუდგა

ღამის 12 საათის შემდეგ სრულად გაითიშა აზერბაიჯანის ენერგოსისტემა. ხელისუფლების ინფორმაციით, სისტემის პარალიზება გამოიწვია მინგეჩაურის თბოელექტროსადგურში მომხდარმა აფეთქებამ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ენერგოსისტემის გადატვირთვა გამოიწვია ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო კონდიციონერების მასობრივად გამოყენებამ. ოფიციალური ინფორმაციით, მინგეჩაურის თბოელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი ლიკვიდირებულია. გამთენიისას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა აზერბაიჯანის რაიონების ნაწილს, საავადმყოფოებს, სამხედრო ბაზებს, ბაქოს მეტროს და აეროპორტს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, მინგეჩაურის თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების სრულად ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება, ამიტომ საქართველოსა და რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მათგან ელექტროენერგიის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG