Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს.

თამარ მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს: "ბატონო ზაზა, დღეს მეც დავიწყე შიმშილობა. ვაპროტესტებ ჩემს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას. 11 თვეა ფაქტიურად ტყვეობაში ვარ, მაგრამ სულ არ აღელვებთ მათ, ვისაც ამისი ვალდებულება აკისრია. მე ბინაში ვშიმშილობ, რადგან გარეთ ამის შესაძლებლობა არ მომეცემოდა - პროვოკაციას ავერიდე. არ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩემს მდგომარეობაში ჯანმრთელობისთვის მევნო, მაგრამ სხვანაირად ყურადღების მიპყრობა არ გამომივიდა - ყველა გზა გავიარე. დარღვეულ უფლებებზე მეტად უყურადღებობა მაწუხებს..."

თამარ მერაყიშვილმა ცხინვალის სასამართლოში ერთი პროცესი გუშინ წააგო. სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ყველა საქმე შეთითხნილია და პოლიტიკური სარჩული უდევს, რადგან მისი აქტივიზმი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას აღიზიანებს.

"დღეს ცხინვალში ვიყავი სასამართლო პროცესზე. აღარ ვითვლი მერამდენე პროცესია ამ 11 თვის მანძილზე. უკვე სახლში ვარ. მეგობარმა მომწერა - ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყოო. ხმა ვერ ამოვიღე. სოლიდარობას ვუცხადებ", - წერს თამარ მეარაყიშვილი.

XS
SM
MD
LG