Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავს დაესხნენ ქალაქ განჯის მერს


ელმარ ველიევი
ელმარ ველიევი

თავდასხმის შედეგად დაიჭრა აზერბაიჯანის ქალაქ განჯის მერი, ელმარ ველიევი. დაჭრილია მისი დაცვის სამსახურის თანამშრომელიც. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ექიმებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. 3 ივლისს, გვიან საღამოს ელმარ ველიევს ცეცხლი გაუხსნეს განჯის ადმინისტრაციის შენობასთან. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი, განჯის მცხოვრები, 35 წლის იუნის საფაროვი. დანაშაულის მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. აზერბაიჯანის პროკურატურის გარდა, გამოძიების პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოძიების პროცესს პირადად აკონტროლებს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

XS
SM
MD
LG