Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველების ინფორმაციით, ჭუბერის ყველა მცხოვრები უსაფრთხო ადგილას იმყოფება


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. სამსახურის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ჭუბერის ხეობაში სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა თბილისიდან და იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ამჟამად ადგილზე იმყოფება 150 მაშველი და სპეციალური მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანიც. უხვი ნალექის შედეგად, 5 ივლისს ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ათობით სახლი, გზები და ხიდები წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მდინარე ნენსკრის კალაპოტში დასაბრუნებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, ჭუბერის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად, მთლიანად განადგურდა.

XS
SM
MD
LG