Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონის პარლამენტმა საბერძნეთთან ხელშეკრულება მეორედ დაამტკიცა


ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონის პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი რატიფიცირების მიზნით საბერძნეთთან 17 ივნისს გაფორმებულ დოკუმენტს, რომლის თანახმად, ამ ქვეყანას ჩრდილოეთი მაკედონია დაერქმევა. პირველი კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტი არ მიემხრო გადაწყვეტილებას. მეორე კენჭიყრის დროს, 5 ივლისს, 120 ადგილიანი პარლამენტის 69 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ხელშეკრულებას. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, მაკედონიის საშინაო რევოლუციურმა ორგანიცია - მაკედონიის ეროვნული ერთობის დემოკრატიულმა პარტიამ თავი შეიკავა კუენჭისყრისას და შეთანხმებას მეზობელ საბერძნეთთან „კაპიტულაცია“ უწოდა. „მთავარი ისაა, რომ შეთანხმება საფრთხის ქვეშ არ აყენებს ჩვენს დამოუკიდებლობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა საპარლამენტო დებატების დროს. მისი თქმით, „დოკუმენტი აძლიერებს ჩვენს დამოუკიდებლობას, გვიხსნის რა კარს ნატოსა და ევროკავშირისკენ“. მაკედონიის პარლამენტმა 17 ივნისს ხელმოწერილ დოკუმენტის კენჭი პირველად უყარა 20 ივნისს და დაამტკიცა ის. მაგრამ პრეზიდენტი გიორგე ივანოვი არ მიემხრო მას და შეთანხმებას უწოდა „დანაშული,“ რომელიც არღვევს ბალკანეთის ქვეყნის კონსტიტუციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG