Accessibility links

შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა


შალვა შავგულიძე

კანდიდატურა მოხსნა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა შალვა შავგულიძემ. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი დემოკრატიის მცირე ხარისხით მაინც წარმართულიყო. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე და მისი წარმდგენი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ოთარ კახიძე მოითხოვდნენ, რომ საპროკურორო საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, რაზეც უარი მიიღეს. „ჩემი მონაწილეობა იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი, თითქოს საპროკურორო საბჭო განიხილავს ოპოზიციის კანდიდატს“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად საბჭო შალვა თადუმაძეს წარადგენს. პროტესტის ნიშნად საპროკურორო საბჭოს სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრი საპარლამენტო უმცირესობიდან, ოთარ კახიძე.

შალვა შავგულიძის მიერ კანდიდატურის მოხსნის გამო, საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უსმენენ მხოლოდ ორ კანდიდატს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დასახელებულ ნინო გოგნიაშვილს და შალვა თადუმაძეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG