Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა კახეთში, ერთ-ერთ საზაფხულო სასაზღვრო პუნქტთან, მთაში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ავიაკატასტროფის მიზეზი მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია. რადიო თავისუფლება კომენტარისთვის შსს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში განმარტებას ჯერ არ აკეთებენ.

XS
SM
MD
LG