Accessibility links

მარგველაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ


„ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე. გიორგი მარგველაშვილმა ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ნატო საქართველოს დასახმარებლად მიმართავს: „ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობა თქვენ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც არ იშურებთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, საქართველოს წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მისიაში ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით ჩვენი წვლილი ყველაზე დიდია. ვითარდება ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგი და ჩვენ ამით მოხარულნი ვართ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობისთვის ამ კონტექსტში. ეს რეგიონს მეტ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოუტანს. ჩვენ დღეს ნატო-ს ლიდერებთან განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და საქართველოს უსაფრთხოებას, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო სტაბილური და უსაფრთხო, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატო-სთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები, რასაც მივყავართ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, რისი საბოლოო მიზანია ნატო-ში გაწევრიანება. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობებით და ერთგულებით ქართველი ხალხი იმსახურებს ჩქარ სვლას ალიანსისკენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბრიუსელში ნატოს ორდღიანი სამიტი 11 ივლისს გაიხსნა. სამიტში მონაწილეობენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგშია ევროპაში და მის გარშემო უსაფრთხოების განმტკიცება, მათ შორის თავდაცვის და შეკავების საშუალებების გაძლიერებით, სტაბილურობის უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ევროკავშირთან პარტნიორობის განმტკიცება, ნატოს მოდერნიზება და ხარჯის უფრო სამართლიანად განაწილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG