Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარტიარქო დღგ-ს შესაძლო დაკისრების გამო უკმაყოფილოა


საპატრიარქო კვირის ბოლოს გააკეთებს განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ივლისის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი. ინფორმაციას ავრცელებს ინტერპრესნიუსი, პატრიარქის მდივან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველზე დაყრდნობით: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოში უკვე გახდა საგანგებო მსჯელობის საგანი. ჩვენ შეშფოთებული ვართ აღნიშნული განცხადებით. ორშაბათიდან შევუდექით საკითხის სიღრმისეულ შესწავლას იმის გამო, რომ მასალა დიდია, ვფიქრობთ,ქვეტექსტებში კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს აღმოვაჩენთ. სავარაუდოდ, საფუძვლიან განცხადებას კვირის ბოლოსთვის გავაკეთებთ“.

3 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი №671 და კონსტიტუციური სარჩელი №811, რომელიც სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანა სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ”, სსიპ „ქრისტეს ეკლესიამ”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიურმა იუნიონმა”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირმა”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესიამ”. აღნიშნული განჩინებებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსი.

XS
SM
MD
LG