Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პარლამენტი ირჩევს პროკურორს, რომელსაც არ აქვს საზოგადოების ნდობა"


16 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი. მან ილაპარაკა მთავარი პროკურორის შერჩევა-დამტკიცების პროცესზე. 16 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრის შალვა თადუმაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. მაისის საპროტესტო გამოსვლების ფონზე მთავარი პროკურორის გადადგომიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენა 4 ივნისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა. ივლისის დასაწყისში შეირჩა სამი კანდიდატი, რომელთაგან ერთს მხარი დაუჭირა საპროკურორო საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ის - შალვა თადუმაძე იუსტიციის მინისტრმა 11 ივლისს წარუდგინა მთავრობას. მთავრობამ იმავე დღეს გამოსცა განკარგულება შალვა თადუმაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის შეთავაზების შესახებ. 12 ივლისს პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა მთავარი პროკურორობის კანდიდატის განხილვა, რაც კომიტეტმა 16 ივლისს შეასრულა. ორშაბათსვე დანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან შალვა თადუმაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ზვიად ქორიძემ, თავის თანამოაზრეებთან - სამოქალაქო საზოგადოების დიდ ჯგუფთან - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრ ორგანიზაციებთან ერთად ორჯერ მოითხოვა ხელისუფლებისგან პროცესის შეჩერება, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მთავარი პროკურორის ახალი კანონმდებლობით შერჩევა-დანიშვნა, რაც პროცესის დეპოლიტიზაციას უზრუნველყოფდა. ივნისის დასაწყისშივე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მთავარმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა, პროცესში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის წამყვანი როლის გამო.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG