Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი ტრამპს შეახსენებს, რომ აშშ და ევროკავშირი საერთო ფასეულობებით არიან დაკავშირებული


ევროპელი ლიდერები კვლავაც „მეგობრად“ მოიხსენიებენ აშშ-ს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირს „მოწინააღმდეგე“ უწოდა. ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილემ, ფრანს ტიმერმანსმა 15 ივლისს ტვიტერში დაწერა, რომ „როცა საუკეთესო მეგობრებს მოწინააღმდეგეებად მოიხსენიებ, ეს მხოლოდ შენს ნამდვილ მოწინააღმდეგეებს ახარებს“. ის დასძენს, რომ ევროპელებსა და ამერიკელებს ერთმანეთთან აკავშირებს ისტორია და საერთო ფასეულობები. ტრამპის კრიტიკას ტვიტერში გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც. ის წერს, რომ „ამერიკა და ევროკავშირი უახლოესი მეგობრები არიან. ვინც ამბობს, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ, გამოგონილ ამბებს ავრცელებს“. 15 ივლისს უფრო ადრე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსთან“ ტრამპის ინტერვიუ, რომელშიც ის გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აშშ-ს ჰყავს მრავალი მოწინააღმდეგე, მათ შორის უახლოეს მოკავშირეებად მიჩნეული ქვეყნები. „ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არის მოწინააღმდეგე იმის გამო, რასაც ვაჭრობის სფეროში გვიკეთებს. კაცი ამას ევროპის კავშირზე არ იფიქრებდა, მაგრამ ის მოწინააღმდეგეა“, განაცხადა ტრამპმა.

XS
SM
MD
LG