Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გამოკითხა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა შეკითხვებს უცნაური სატელეფონო შეტყობინების შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვირას გვიშიანს რუსეთის სატელეფონო კოდის მქონე ნომრიდან დაურეკა უცნობმა პირმა, რომელმაც „ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის შესახებ მოუყვა“ და „რუსულ ენაზე აცნობა, რომ ყაზბეგის ოკუპაცია იგეგმება, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა.“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის შემდეგ, გიორგი გვიშიანმა განაცხადა, რომ სამსახურის თანამშრომლებს მისი ტელეფონის დათვალიერების და შემავალი ზარების დროის და ხანგრძლივობის გაცნობის უფლება მისცა. „აინტერესებდათ, როდის, ვის მიერ, ვიცნობდი თუ არა იმ ადამიანს, ვინც მესაუბრა, რატომ შეიძლებოდა დაერეკა ჩემთან და ასე შემდეგ. ყველა ინფორმაცია, რაც ხელთ მქონდა მივაწოდე“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG