Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ნატოში უკრაინის და საქართველოს მიღებაზე რუსეთს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ექნება


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ექნება, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. პუტინმა 16 ივლისს, ჰელსინკიში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანს, კრის უოლესს, რომელმაც ჰკითხა, რა რეაქცია ექნება, თუ ნატო თავის რიგებში მიიღებს უკრაინას, ან საქართველოს. პუტინის თქმით, კარგად იცის როგორია გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი. „რა თქმა უნდა, იქ ყველაფერს კონსენსუსით იღებენ, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მოედანზე მიღებამდე ნატოს ცალკეულ წევრებთან შესაძლებელია ორმხრივ საფუძველზე მუშაობა, რაც გაკეთდა პოლონეთთან და რუმინეთთან, სადაც ამჟამად განთავსებულია აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები. ეს პირდაპირი საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის მიახლოება იქნება საფრთხე და დამოკიდებულებაც მკვეთრად უარყოფითი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG