Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირსა და გაეროში საქართველოს ელჩებს უფლებამოსილება გაუგრძელდა


ნატალი საბანაძე
ნატალი საბანაძე

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება ნატალი საბანაძის ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებითვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა კახა იმნაძე. მათი უფლებამოსილების ვადის ათვლა ამჯერად, 2018 წლის 1 აგვისტოდან დაიწყება. ნატალი საბანაძე და კახა იმნაძე ამ თანამდებობებს 2013 წლიდან იკავებენ. დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, პრეზიდენტი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს, ან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით.

XS
SM
MD
LG