Accessibility links

იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტყიბულის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა


სერჯო მატარელა და მამუკა ბახტაძე. თბილისი, 2018 წლის 17 ივლისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას. მან მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სერჯო მატარელამ ყურადღება გაამახვილა იტალია-საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და იტალიის წარმომადგენლებს შორის ყველა საერთაშორისო ფორუმზე მყარდება მჭიდრო კავშირი, ეკონომიკის სფეროში უკვე არსებობს თანამშრომლობა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი არეალია ასათვისებელი. პრემიერ-მინისტროს შეფასებით, საქართველოში იტალიის პრეზიდენტის პირველი ისტორიული ვიზიტი ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანის დასტურია. დღესვე სერჯო მატარელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. იტალიის პრეზიდენტი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 16 ივლისს ესტუმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG