Accessibility links

აჭარის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს


თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი:

„თორნიკე რიჟვაძე წარმოადგენს პარტიას, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე სწორედ მისი კანდიდატურა ავარჩიე“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ პოსტზე ექვსმა პოლიტიკური პარტიამ არმაზ ახვლედიანი, ხოლო სახალხო-საზოგადოებრივმა მოძრაობამ გოჩა გუგუნავა დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG