Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ უარს ამბობს საფრანგეთის მოქალაქეობაზე


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უარს ამბობს საფრანგეთის მოქალაქეობაზე. „დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოითხოვა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება“ - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამ დრომდე არ დაუდასტურებია გავრცელებული ინფორმაცია, რომ კენჭს იყრის წელს შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. საქართველოს კანონმდებლობით, პირი, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს, პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნება. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაასახელებს და კენჭისყრის შემთხვევაში, მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. თავად ზურაბიშვილმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრიფინგს მოიწვევს და ამას საჯაროდ იტყვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG