Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორელი აქტივისტები შსს-სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ


გორის სასამართლო დღეს განიხილავს რადიო „მოზაიკის“ დირექტორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული გვანცა დოლუაშვილის საქმეს. პოლიცია დოლუაშვილს ბრალს სდებს ქალაქის იერსახის დამახინჯებაში და 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების პარალელურად გორის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებს:„მოკლულია 2 მოსწავლე,“ „მკვლელი ქუჩაშია“ და „სამართალი სად არის?!“.

გორის სასამართლოსთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „შსს დაიწყე ბოდიშით.“ აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს საზოგადოება დასაჯოს მოზარდის მკვლელის დაუსჯელობისადმი პროტესტის გამო და სამოქალაქო აქტივისტის და ჟურნალისტის დასჯით ცდილობს ძალის და გავლენის ჩვენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG