Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუხჰალტერმა აღიარა, რომ მანაფორტის მიერ უცხოეთში მიღებული შემოსავლების შესახებ საბუთებს აყალბებდა


აშშ-ის პრეზიდენგტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის, პოლ მანაფორტის ბუღალტერმა აღიარა, რომ აყალბებდა საშემოსავლო და საგადასახადო საბუთებს. სინდია ლაპორტამ ამის თაობაზე განაცხადა ვირჯინიის სასამართლოს წინაშე გამოსვლისას. სასამართლომდე მან გამოძიებასთან გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმება. მისი თქმით, მანაფორტის და მისი საქმიანი პარტნიორების თხოვნით, მას უწევდა საგადასახადო საბუთების გაყალბება. ეს ტრამპის ყოფილ მრჩეველს შესაძლებლობას აძლევდა დაემალა უცხოური წყაროებიდან მიღებული თითქმის მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი. მანაფორტს ბრალად ედება საფინანსო მაქინაციები, შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ, ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის ინტერესების ლობირება. სასამართლო 31 ივლისს დაიწყო. პივრელი განხლვის თემა რუსეთის ჩარევაა აშშ-ის არჩევნებში. ტრამპმა არაერთხელ მოითხოვა, შეწყდეს ეს გამოძიება. მოსკოვი ჩარევაში მონაწილეობას უარყოფს.

XS
SM
MD
LG