Accessibility links

უკრაინის სახალხო დამცველი მოითხოვს „სასწრაფო ზომებს“ სენცოვის გადასარჩენად


უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა საჭიროდ მიიჩნევს „სასწრაფო ზომებს“ უკრაინელი რეჟისორის, რუსეთის ციხეში მყოფი ოლეგ სენცოვის გადასარჩენად. 42 წლის სენცოვი თითქმის სამი თვეა შიმშილობს რუსეთში დაკავებული 64 უკრაინელის გათავისუფლების მოთხოვნით და, ცნობების თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული. სენცოვის ბიძაშვილმა, მოსკოვში დაფუძნებულმა ჟურნალისტმა, ნატალია კაპლანმა 8 აგვისტოს ფეისბუკში დაწერა, რომ ადვოკატის შუამავლობით სენცოვისგან წერილი მიიღო."ვითარება უბრალოდ მძიმე არ არის, კატასტროფულია" - ამბობს კაპლანი. ხოლო უკრაინის სახალხო დამცველმა დენისოვამ 9 აგვისტოს ფეისბუკში დაწერა, რომ ელაპარაკა რუს კოლეგა ტატიანა მოსკალკოვას სენცოვის მდგომარეობაზე და შესთავაზა სხვადასხვა გამოსავალი მის გადასარჩენად - მაგალითად სენცოვის გაცვლა რუსეთის მოქალაქე ალექსეი სედიკოვზე, რომელიც უკრაინის ციხეშია. სენცოვს 2015 წელს მიუსაჯეს პატიმრობა ტერორისტული აქტების ჩადენის შეთქმულების ბრალდებით, რასაც თავად სენცოვი და უფლებადამცველი ჯგუფები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. რეჟისორი სასჯელს იხდის რუსეთის ჩრდილოეთით, იამალო-ნენეცის რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG