Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტში ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის


ასობით ადამიანი დაშავდა 10 აგვისტოს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციის სპეციალურ ძალებს შორის მომხდარ შეტაკებაში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში. იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, რათა დაეშალათ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ სკვერში დიდწილად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ქვეყნის მემარცხენე-ცენტრისტმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პოლიცია დაადანაშაულა ძალის „არაპროპორციულ“ გამოყენებაში და შინაგან საქმეთა მინისტრისაგან სასწრაფოდ მოითხოვა განმარტების გაკეთება. რუმინეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ჩატრებულ საპროტესტო აქციებზე, რომელშიც ჯამში დახლოებით 100 ათასი კაცი მონაწილეობდა, მოითხოვნდნენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. „სამართლიანობა, არა კორუფციას“, სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ რუმინეთისა და ევროკავშირის დროშები. მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა საზღვარგარეთ მცხოვრები რამდენიმე ათასი რუმინელი. ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და უმუშევრობის გამო რუმინეთი 3 მილიონმა ადამიანმა დატოვა. პოლიცია აცხადებს, რომ მათ ძალის გამოყენება დასჭირდათ იმ “პროვოკატორების“ დასაშლელად, რომლებიც დემონსტრანტებს შორის იყვნენ. საგანგებო სიტუაციების უწყების ცნობით შეტაკების შედეგად სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა 400-მდე ადამიანს, მათ შორის 10 პოლიციელს.

XS
SM
MD
LG