Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა 10 ექსტრემისტი გაანადგურეს ერაყის საზღვართან


ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) აცახდებს, რომ გაანდგურეს 10 ექსტრემისტი ერაყის საზღვართან მდებარე ქურთების რეგიონში. ირანის სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობაში ნათქვამია, რომ შეტაკების დროს დაღუპულები ეკუთვნოდნენ „კარგად აღჭურვილ ტერორისტულ დაჯგუფებას“. ოპერაციის დრო, რომელიც უპირატესად ქურთებით დასახლებულ ქალაქ ოშნავიესთან მოხდა, ირანის უწყების ცნობით, ამოღებულია დიდ რაოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი და კავშირგაბმულობის საშუალება. თუმცა, ცნობაში არაფერია ნათქვამი იყო განიცადა, თუ არა დანაკარგი თავად ირანის რევოლუციურმა გვარდიამ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG