Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი ილია მეორე: თქვენი ლოცვები მჭირდება


„ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოებს მას და ანუგეშებს მას“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კვირას განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო. ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, მას ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა. "გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ," - განაცხადა ილია მეორემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG