Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე


ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს 0,183 წამი დააკლდა პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ორას მეტრ დისტანციაზე ერთადგილიანი კანოეთი ფინალში ცხრა მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, კვარცხლბეკი კი სწორედ ევროპელებმა შეავსეს.

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბელორუსიელი არტემ კოზირი, რომელმაც ფინიშის ხაზი 39,810 წამში გადაკვეთა. ვერცხლის მედალს რუსი ივან შტილი (39,970) დაეუფლა. ბრინჯაოს - ლიეტუველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი (40,043), ნადირაძემ კი ორასი მეტრი 40,226 წამში გაცურა.

ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი ივნისში გახდა. ბელგრადში გამართული ევროპირველობის ფინალში მისი შედეგი იყო 39,200 წამი.

დღესვე, ერთადგილიანი ბაიდარით, ბადრი ყაველაშვილმა ასევე ფინალურ გაცურვაში მიიღო მონაწილეობა ორასმეტრიან დისტანციაზე და მეცხრე ადგილს დასჯერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG