Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ ხურციძე და რაჟდენ შულაია ბრუკლინის ციხეში დაჭრეს


პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტისას. სამი კვირის წინ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია crimerussia-მ გაავრცელა, შულაიას თარჯიმანზე დაყრდნობით, თუმცა ინციდენტის მიზეზი უცნობია.

კონფლიქტი დაიწყო პატიმრების გასეირნებისას, შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის დაპირისპირებით. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და რაჟდენ შულაიას მხარი ავთანდილ ხურციძემ დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო. მათ შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ დანები გამოიყენეს. ჩხუბი ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ შეწყდა და ქართველი პატიმრები ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით. შედარებით მძიმე იყო ხურციძის მდგომარეობა, რომელიც სახის არეში დაჭრეს. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ხურციძე და შულაია კარცერში მოათავსეს.

მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ვერსიით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში 2017 წლის 8 ივნისს დააკავეს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური სპეცოპერაციისას.

XS
SM
MD
LG