Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია


სახანძრო ავტომობილი ცედანის ტყის მისადგომებთან
სახანძრო ავტომობილი ცედანის ტყის მისადგომებთან

სამდღიანი ხანძარი სოფელ ცედანის ტყეში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა სოფელ ცოცხნარას ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა. მისი განცხადებით, ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრადად მოხდა. „ ეს ძირითადად განპირობებული იყო ახალი ტექნიკისა და მეხანძრეების ძალიან ეფექტური მუშაობით და, მეორე, ეს იყო ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტური კოორდინაცია“.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტყის ხანძრებისთვის სპეციალური და მაღალი გამავლობის მანქანები შეიძინა. ცედანის მიმართულებით 6 ახალი მანქანა მუშაობდა.

ამ დღეების განმავლობაში ცედანის ტყეში 220 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა სტიქიას. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც, რომლის გამოყენების საჭიროებაც დღეს მოიხსნა. წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 10 ჰექტარზე მეტი ფართოფოთლოვანი ტყის მასივი. ადგილზე რჩება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებულ ვითარებას შეისწავლის და ბუნებისთვის მიყენებულ ზარალს დაადგენს.

XS
SM
MD
LG