Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, პუტინს სურს ევროკავშირის დაშლა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი ოცნებობს ევროკავშირის დაშლაზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა შვედეთის ტელეარხ SVT-სთან ინტერვიუში. ამასთან მაკრონმა დასძინა, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტის ლიდერულ თვისებებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპამ და რუსეთმა ერთობლივად უნდა შექმნან უსაფრთხოების არქიტექტურა, რადგან ევროპა ვეღარ იქნება დამოკიდებული აშშ-ზე, როგორ თავდაცვის ერთადერთ გარანტზე. მანამდე ჰელსინკიში ვიზიტის დროს, ემანუელ მაკრონმა ისაუბრა „სტრატეგიული ურთიერთობის“ დამყარებაზე რუსეთთან, საერთაშორისო სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე.

მაკრონის განცხადების ფონია ევროპასა და აშშ-ს შორის მზარდი უთანხმოება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იყენებს მთელ რიგ სანქციებს რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიმართ, რომლებსაც მხარს არ უჭერს ევროკავშირი თავისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე. გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები აცხადებენ, რომ შეიმუშავებენ, ზომებს, რათა გვერდი აუარონ ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ცალმხრივ შეზღუდვებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG