Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ქეთევან ციხელაშვილი (მარცხნივ) და როუზ გოტემიოლერი
ქეთევან ციხელაშვილი (მარცხნივ) და როუზ გოტემიოლერი

ოთხშაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და მიმდინარე სამშვიდობო ინიციატივები.

სხდომაზე ალიანსის წევრებს ესაუბრნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

ნატოს წევრებმა კვლავ გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. მათ ასევე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მცდელობას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში.

სხდომამდე გაიმართა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ქეთევან ციხელაშვილსა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG