Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა იაპონიაში მომხდარი 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. მისი ეპიცენტრი კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობდა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 32 ადამიანი. მიწისძვრის გამო რამდენიმე ათეული მეწყერი ჩამოწვა ქალაქ აცუმასთან. კუნძულ ჰიკაიდოს, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დროებით დაიკეტა კუნძულის მთავარი აეროპორტი. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ საგანგებო შტაბს დაავალა მიწისძვრით გამოწვეული ზიანის დადგენა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა. ორი დღის წინ იაპონიის დასავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა ბოლო 25 წლის განმავლობაში უძლიერესი ტაიფუნი „ჯები,“ რომელმაც ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG