Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ექსტრემისტებმა დახოცეს ათობით ავღანელი სამხედრო და პოლიციელი


თალიბანის ექსტრემისტებმა ათობით ავღანელი სამხედრო და პოლიციელი დახოცეს, მთავრობის ობიექტებზე განხორციელებული რამდენიმე თავდასხმისას. ჩრდილოეთის ყუნდუზის პროვინციის ხელმძღვანელის მოადგილემ, საფიულა ამირიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 9 სექტემბერს, გვიან ღამით ექსტრემისტებმა იერიში განახორციელეს დაშტი არჩის რეგიონში, რასაც 15 სამხედრო ემსხვერპლა, დაიჭრა 18. ჩრდილოეთის პროვინცია ჯაუზიანში პოლიციის ცნობით რვა პოლიციელი ემსხვერპლა თალიბანთან შეტაკებას. მსხვერპლი არის თალიბანის რიგებშიც.

XS
SM
MD
LG