Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი ემხრობა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას


მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მხარს უჭერს რუსეთის ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას. “უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია“ - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, საკითხს მსოფლიო საპატრიარქო და რუსეთის საპატრიარქო გადაწყვეტენ. მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დომინოს პრინციპით გაგრძელდეს, რაც რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება და რუსეთს სწორედ ეს აწუხებს. პატრიარქის ქორეპისკოპოსი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის განიხილავს საქართველოს ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

31 აგვისტოს სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე პირველის და მოსკოვის პატრიარქის, კირილის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საკითხზე მომუშავე კომიტეტის წევრმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს უკვე გადაწყვეტილი აქვს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG