Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეას სურს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ჩაატაროს 2032 წლის ოლიმპიური თამაშები


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 2018 წ. 26 მაისს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 2018 წ. 26 მაისს.

სამხერთ კორეას გადაწყვეტილი აქვს, ჩრდილოეთ კორეას შესთავაზოს 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ერთობლივი მასპინძლობისთვის ბრძოლა. „გადაწყვეტილი მაქვს ამ წინადადებით მივმართო ჩრდილოეთს მშვიდობისთვის“ კორეის ნახევარკუნძულზე, განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრმა დო იონ-ჰუანმა ტოკიოში სტუმრობისას. მისი თქმით, სეული და ფხენიანი ერთობლივად უმასპინძლებენ ოლიმპიურ თამაშებს. წელს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართა, ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობამ ხელი შეუწყო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ქალ ჰოკეისტთა ნაკრებ გუნდში ორივე კორეის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა 1988 წელსაც განიხილავდნენ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთობლივი მასპინძლობის თემას, მაგრამ ვერ შეძლეს შეთანხმება. 2030 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის სეული გეგმავს განაცხადი შეიტანოს ტურნირის ერთობლივად ჩატარებაზე ჩინეთში, იაპონიასა და ორ კორეაში.

XS
SM
MD
LG