Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: უკრაინას სჭირდება უცხოეთიდან სესხის აღება ვალების დასაფარად


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მის ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება და უცხოეთიდან სესხის აღება დიდი ვალების გამო. პოროშენკოს თქმით, კიევი თავს გაართმევდა ვალებს უცხოეთიდან სესხის აღების გარეშეც, ძველი ვალები რომ არ იყოს გასასტუმრებელი. ამ თემაზე მან ისაუბრა 14 სექტემბერს კიევში, „იალტის ევროპული სტრატეგიის“ კონფერენციაზე. მისი გამოსვლის ფონია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ირინა ლუცენკოვს განცხადება, რომ უკრაინამ დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება ახალ შეთანხმებაზე, რომელიც შესაძლოა ჩაენაცვლოს დახმარების 17,5 მილიარდ-დოლარიან პროგრამას. ლუცენკოს აზრით, მოლაპარაკება ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს რეფორმების შედეგებს, რომლებსაც უკრაინამ მიაღწია პროგრამის ჩარჩოებში და მზად არის ახალი პროგრამით დაეხმაროს კიევს. 14 სექტემბერს პოროშენკომ ასევე დაადასტურა, რომ უკრაინა მიისწრაფვის როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG