Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გააგრძელებს ექსტრემისტების პოზიციების დაბომბვას იდლიბში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი კვლავ გააგრძელებს ექსტრემისტების ობიექტების დაბომბვას სირიის იდლიბის პროვინციაში, რომელიც მეამბოხეთა ბოლო ციტადელს წარმოადგენს სირიის ტერიტორიაზე. ამასთან რუსეთი მზად არის გახნას ჰიმანიტარული დერეფნები, რათა სამოქალაქო პირებმა შეძლონ ტერიტორიის დატოვება. ამის შესახებ ლავროვმა განაცხადა 14 სექტემბერს, ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან ჰეიკო მაასთან შეხვედრის დაწყების წინ. მოლაპარაკებების დაწყებამდე მაასმა აღნიშნა, რომ იგი გააფრთხილებს თავის რუს კოლეგას იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო ძალების შეტევითმა ოპერაციამ იდლიბის პროვინციაში შესაძლოა „ჰუმანიტარული კატასტროფა“ გამოიწვიოს. „ჩვენ ყველას გვესმის, თუ რა დევს სასწორის პინაზე“, - განაცხადა მაასმა გერმანიის ახალი ამბების სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში. გაეროში მოელიან, რომ ფართომასშტაბიანი შეტევითი იერიშების შედეგად დაახლოებით 900 ათასი სამოქალაქო პირი დატოვებს იდლიბის პროვინციას, სადაც 3 მილიონი კაცი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG