Accessibility links

სამოქალაქო პროტესტი - მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავენ


სალომე ზურაბიშვილი. ბათუმი,18 აგვისტო, 2018 წ.

სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო - მის ანგარიზე 30 თეთრს რიცხავენ წარწერით დანიშნულების გრაფაში: "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" კამპანიის ჰეშთეგია #ნუყიდისაქართველოს.

პროტესტი საზოგადოების ნაწილში მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია წინასაარჩევნო შემოწირულობების შესახებ, რომლის თანახმად, ზურაბიშვილს ამ დრომდე ყველაზე დიდი თნხა, 50 ათასი ლარი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ შესწირა. ხოლო 40 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს თავად გადაურიცხა.

პროტესტი „კოკა კოლისა“ და „ლაღიძის წყლების“ ფეისბუკის გვერდებზეც გაგრძლდა - მოქალაქეებმა იქ ერთგვარი ონლაინ ფლეშმობიც მოაწყვეს: კომენტარებსა და შეფასებებში ისინი წერდნენ: „რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG