Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ადამიანი დაიღუპა ქარიშხალი „ფლორენსის“ გამო


შვიდი ადამიანი დაიღუპა და მილიონამდე კერძო სახლი და კომპანია ელქტროენერგიის გარეშე რჩება ტროპიკული ქარიშხალი „ფლორენსის“ გამო, რომელმაც 14 სექტემბერს აშშ-ის სანაპიროს მიაღწია და აგრძელბეს მატერიკის სიღრმისკენ მოძრაობას.

ქარიშხლების შემსწავლელმა ეროვნულმა ცენტრმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ „ფლორენსი“ განაგრძობს „კატასტროფული წყალდიდობის“ გამოწვევას ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინებში. სინოპტიკოსთა თქმით, არსებობს გრიგალების გაჩენის ალბათობა ჩრდილოეთ კაროლინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ კაროლინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში.

XS
SM
MD
LG