Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხურ ენაზე გამოიცა გურამ ოდიშარიას წიგნი „დევნილთა უღელტეხილი“ 


პრაღაში, წიგნის მაღაზია „აკადემიაში“ ორშაბათს გაიმართა გურამ ოდიშარიას მოთხრობის, „დევნილთა უღელტეხილის“ პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც ჩეხურად თარგმნა ლიბორ დვორჟაკმა, გამომცემლობა Jonatan Livingston-ში დაიბეჭდა. „ეს წიგნი 1993 დეკემბერში გამოვეცი. იგი იმ ადამიანის განცდებზე მოგითხრობთ, რომელმაც აფხაზეთიდან ათასობით დევნილთან ერთად გადაირა კოდორის უღელტეხილი, რათა სამშვიდობოს გასულიყო. დავწერე ემოციით. არაფერს მოვრიდებივარ“, - განაცხადა გურამ ოდიშარიამ მკითხველებთან შეხედრაზე და დასძინა, რომ მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით ფილმს იღებს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. „დევნილთა უღელტეხილი“ გურამ ოდიშარიას მეორე წიგნია ჩეხურ ენაზე. მანამდე ლიბორ დვორჟაკმა ასევე თარგმნა მწერლის რომანი „პრეზიდენტის კატა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG