Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას მოითხოვს


ზაზა სარალიძე საქართველოს პარლამენტთან. თბილისი, 2018 წლის 12 სექტემბერი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას მიმართა რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის ნებართვისთვის. „მე მოვითხოვე ვადის გაგრძელება 5 ნოემბრამდე. ამასთან, მოვითხოვ, რომ მომცენ კარვების დადგმის უფლება. მივუთითე, რომ პასუხი წერილობით მეცნობოს” - განუცხადა ზაზა სარალიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს. ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები 10 სექტემბერს დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG