Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ტარდება რეფერენდუმი ქვეყნის სახელის შეცვლაზე


მაკედონიაში ტარდება რეფერენდუმი ქვეყნის ოფიციალური სახელწოდების შეცვლის თაობაზე. ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ უჭერენ თუ არა მხარს საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას ეწოდოს „ჩრდილოეთ მაკედონია“. სახელის შეცვლა ქვეყანას გზას უხსნის ნატოსკენ, პერსპექტივაში კი - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სახელის შეცვლას მანამდე მხარი დაუჭირა მაკედონიის პარლამენტმა. მაგრამ ეს ნაბიჯი წინააღმდეგობას აწყდება ქვეყნის პრეზიდენტის, გეორგე ივანოვის მხრიდან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, 28 სექტემბერს, ივანოვმა ამომრჩევლებს და წამყვან ოპოზიციურ ძალებს რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდა. რუსეთი ეწინააღმდეგება მაკედონიის ნატოში მიღებას. ამავე პოზიციაზე დგას მაკედონიის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომლებსაც პრორუსული დღის წესრიგი აქვთ. მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას მიიღებს მაკედონიის ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG