Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში უკანონოდ დამზადებული ალკოჰოლური სასმელებით, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა


ირანის ოთხ პროვინციაში უკანონოდ დამზადებული ალკოჰოლური სასმელებით, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა.

სახელმწიფო სასწრაფო დახმარების უწყების მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ დღეებში მთელი ირანის მასშტაბით 302 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოებში მას შემდეგ, რაც ისინი თვითნაკეთი ალკოჰოლური სასმელებით მოიწამლნენ. როგორც იტყობინებიან, 176 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.

1979 წლის შემდეგ ირანში ალკოჰოლი აკრძალულია და მისი მოხმარება კანონით ისჯება. ამის მიუხედავად, ბევრი ირანელი მოიხმარს უცხოურ და ადგილობრივ წარმოების თვითნაკეთ სასმელებს, რომლების შოვნა შავ ბაზარზე შეიძლება.

XS
SM
MD
LG