Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გაიმართა საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ


რუსეთის რამდენიმე ქალაქში კვირას გაიმართა მორიგი საპროტესტო აქციები ქვეყანაში საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ. ხელისუფლებასთან შეთანხმებული შეკრებები გაიმართა როსტოვის, ორენბურგის, ომსკის ოლქებსა და უდმურტეთში. დონის როსტოვში შეკრებილმა ხალხმა, დაახლოებით ასმა კაცმა, რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მან მოიპარა არა მხოლოდ „პენსიები“, არამედ „თავისუფლება, ღირსება და მომავალი“. კრიტიკა დაატყდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც. რადიო თავისუფლების ცნობით ომსკში გამართულ აქციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო კომუნისტური პარტიისა და „იაბლოკოს“ მიერ, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს უარი თქვას საპენსიო რეფორმაზე. ხუთშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონი საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის შესწორების საფუძველზე მიღებული რეფორმის ბოლო რედაქციით მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკად რუსეთში დადგინდა 65 წელი, ქალებისთვის - 60-ი. თუმცა, პირვანდელ ვარიანტში ქალებისათვის საპენსიო ასაკი უნდა ყოფილიყო 63 წელი. კანონის წარდგენის შემდეგ სოციოლოგებმა დაადგინეს ვლადიმირ პუტინის რეიტინგის მნიშვნელოვანი ვარდნა.

XS
SM
MD
LG