Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი პუტინს მადლობას უხდის მისი ქვეყნის "ეროვნული ინტერესების“ დაცვისათვის


სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც წელს მეორედ სტუმრობს მოსკოვს, მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „სერბეთის ეროვნული ინტერესების დაცვისათვის“. ორი ლიდერის შეხვედრის ფონია დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის. სერბეთის ყოფილმა პროვინციამ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც 100-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო, მაგრამ არა სერბეთმა და რუსეთმა. „მსურს გამოვხატო ღრმა მადლიერება პირადად თქვენდამი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი იმ მტკიცე პოზიციისათვის, რაც ემსახურება საერთაშორისო სამართლისა და სერბეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერსების განუხრელ დაცვას“, - განაცხადა 2 ოქტომბერს კრემლში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ალექსანდარ ვუჩიჩმა. პუტინთან შეხვედრის წინ ვუჩიჩმა დასავლეთ ბალკანეთში შექმნილი ვითარება დაახასიათა, როგორც „ძალიან რთული“ და აღნიშნა, რომ სერბეთი „ყოველდღიურად აწყდება მრავალ პროვოკაციას.“ სერბეთის პრეზიდენტი მაისში ერთხელ უკვე იმყოფობოდა რუსეთში, სადაც დაესწრო მეორე მსოფლიო ომში გამრჯვებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო აღლუმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG