Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ნახევარი მილიონით დააფინანსებს მტრულ პროპაგანდასთან საქართველოს ბრძოლას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ საქართველოს დაეხმარება აგრესიულ პროპაგანდასთან გამკლავებაში - ამის შესახებ თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოს და არა მხოლოდ მას, აქვს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება აგრესიულ პროპაგანდას ქვეყნის არამეგობარი ძალების მხრიდან.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის გასამკლავებლად გამოგვიყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი განმარტებით, თანხა გადაეცემა „საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,“ რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებზე, რომლებიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსა და მისი ყველა მოქალაქისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG