Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რეზოლუცია: ჰოლოდომორი იყო გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ


აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო 1930-იანი წლების დასაწყისში, როცა მილიონობით ადამიანი დაიღუპა საშინელი შიმშილობის, ე.წ. ჰოლოდომორის დროს. რეზოლუცია 1932-1933 წლების შიმშილობის 85-ე წლისთავს ეძღვნება. მრავალი უკრაინელის აზრით, სტალინური რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკა მიზნად ისახავდა უკრაინელი გლეხების განადგურებას. შიმშილობის შედეგად დახოცილთა რიცხვი, სხვადასხვა მონაცემებით, 3 მილიონსა და 7 მილიონს შორის მერყეობს.

XS
SM
MD
LG