Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა


ვაშინგტონის უზენაესი სასამართლო
ვაშინგტონის უზენაესი სასამართლო

ვაშინგტონის უზენაესმა სასამართლომ შტატის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯა გააუქმა. სასამართლომ დაადგინა, რომ სიკვდილით დასჯას კანონიერი ძალა არ აქვს, რადგან გამოიყენება თვითნებურად და რასობრივი ფაქტორის გავლენით. ამჟამად ვაშინგტონის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფება 8 სიკვდილმისჯილი პატიმარი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობით შეეცვლება. 2014 წლიდან დღემდე ვაშინგტონის შტატში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული. ვაშინგტონი ამერიკის მე-20 შტატია, რომელმაც უარი თქვა სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებაზე.

XS
SM
MD
LG