Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ღვარცოფმა შეიწირა 10-ზე მეტი ადამიანი


სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ღვარცოფმა შეიწირა 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ამის შესახებ იუწყებიან ოფიციალური პირები ოდის რეგიონიდან. 15 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ღამით სულ რამდენიმე საათში მოვიდა წვიმა, რომელიც ჩვეულებრივ სამი თვის ნორმაა. მძიმედ დაშავდა რვა ადამიანი. დატბორილ დასახლებებში მყოფი ხალხი შენობების სახურავებზე ავიდა და, ოფიციალური პირების ცნობით, იქიდან იქნა ევაკუირებული. ოდის მთელ რეგიონში დაიხურა სკოლები.

XS
SM
MD
LG