Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


უკრაინის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე მანევრების დროს კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავმა სუ-27-მა. კიევის მიერ გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია თვითმფრინავის ორივე პილოტის ცხედარი. უკრაინის ვინნიცის ოლქში მიმდინარეობს მრავალეროვნული სწავლება „მოწმენდილი ცა -2018“, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი, ამერიკელი და დანიელი სამხედროები ერთობლივად ამუშავებენ უბედურებაში ჩავარდნილი ეკიპაჟების დახმარებისა და ევაკუაციის საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG